თურქეთის შეიარაღებულმა სამხედრო ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი აიღო, დაკეტილია ხიდები სტამბულში, მუშაობა შეწყვეტილი აქვს სტამბულის ათათურქის აეროპორტს, ხოლო სამხედრო თვითმფრინავები დედაქალაქ ანკარაში საკმაო დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
ცოტა ხნის წინათ, პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა გამოაცხადა სამხედრო ჯგუფის ქმედება „არალეგალურ ქმედებად“. ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ იყო მთავრობის გადატრიალება. მან თქვა, რომ მთავრობა რჩება ქვეყნის სათავეში.
BBC- ის ცნობით, სტამბულში გადაკეტილია ბოსფორისა და ფატიჰ სულთანის ხიდები.
BBC-ის ცნობითვე, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან, სროლის ხმა ისმის ასევე სტამბულის პოლიციის შენობასთან, აეროპორტის გარე პერიმეტრზე კი ტანკები არიან განლაგებული. ყველა ფრენა გაუქმებულია.
CCN-ის თურქული ბიურო იუწყება, რომ ერდოღანი „თავს უსაფრთხოდ გრძნობს“, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სამხედრო ჯგუფის მიერ ტელევიზია NTV-ს საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ქვეყანაში ძალაუფლება მთლიანად აღებული აქვს სამხედრო დაჯგუფებას“.
როგორც BBC წერს, გაურკვეველია რა ჯგუფზე არის ამჟამად საუბარი.
ილდირიმმა NTV-ს განუცხადა: „ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლებლობის შესაბამისად და არ დავუშვებთ ამ მცდელობას. ისინი კი ვინც უკანონო ქმედებას სჩადიან, უმაღლეს საფასურს გადაიხდიან“.
მან დაამატა: „სამხედრო ძალების ჯგუფის მიერ უკანონო ქმედებას აქვს ადგილი და ეს ჯგუფი მოქმედებს სამხედრო მმართველობის ჯაჭვის გარეშე. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც დააზარალებს დემოკრატიას“.
როგორც BBC იუწყება, თურქეთის მთავარი გენერალი სამხედრო შტაბ-ბინაში მძევლად არის აყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.