ერდოღანი სამხედრო ამბოხებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ხალხს ქუჩებში, აეროპორტებსა და მოედნებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს
15-07-2016, 17:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტი დედაქალაქ ანკარისკენ მიემგზავრება. ერდოღანმა თურქულ CNN-თან მობილური ტელეფონით საუბრისას განაცხადა, რომ ქმედება არის „პარალელური სტრუქტურის“ მიერ განხორციელებული, რასაც საჭირო პასუხები გაეცემა.

 

 

წარსულში მან ეს ტერმინი გამოიყენა აშშ-ში ბაზირებული მუსლიმი სასულიერო პირის, ფეტულაჰ გულენის დახასიათებისას, რომელსაც არეულობების მოწყობაში სდებს ბრალს.

 

 

ერდოღანმა ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და ამბოხებისთვის წინააღმდეგობის გაწევისაკენ მოუწოდა. მან განაცხადა: დაჟინებით მოვუწოდებ თურქ ხალხს, თავი მოიყარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და მოედნებზე, აეროპორტებში. არასოდეს არ მჯეროდა იმაზე დიდი ძალაუფლების, ვიდრე ეს ხალხის ძალაუფლებაა".

 

 

ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი ანკარისკენ მიემგზავრება და ისინი, ვინც სამხედრო გადატრიალებაში არიან ჩართულნი, მძიმე საფასურს გადაიხდიან. მისივე თქმით,უმცირესობის მიერ დაწყებულ ამბოხებას დაძლევს. 

 

 

სამხედრო ჯგუფმა ეროვნული სამაუწყებლო კომპანია TRT-ის მეშვეობით განაცხადა, რომ დემოკრატიულ და სეკულარულ მმართველობას ახლანდელი მთავრობის მიერ ეროზია გაუჩნდა, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია ექნება.

 


როგორც „როიტერსს“ ევროკავშირის ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, სამხედროების ქმედება „საგრძნობლად კარგად ორკესტრირებულ სამხედრო გადატრიალებას მიაგავს, რომლის სათავეში ჩანს რომ დგანან სამხედროების მნიშვნელოვანი სტრუქტურები და არამხოლოდ რამდენიმე პოლკოვნიკი“.

 


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა როელიც მოსკოვში ვიზიტად იმყოფება, იმედი გამოთქვა რომ თურქეთში მშვიდობას და „განგრძობითობას“ ექნება ადგილი.

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის ძალიან შეშფოთებულია თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო.

 

 

თურქეთის შეიარაღებულმა სამხედრო ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი აიღო, დაკეტილია ხიდები სტამბულში, მუშაობა შეწყვეტილი აქვს სტამბულის ათათურქის აეროპორტს, ხოლო სამხედრო თვითმფრინავები დედაქალაქ ანკარაში საკმაო დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. 

 

 

BBC- ის ცნობით, სტამბულში გადაკეტილია ბოსფორისა და ფატიჰ სულთანის ხიდები.

 

 

BBC-ის ცნობითვე, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან, სროლის ხმა ისმის ასევე სტამბულის პოლიციის შენობასთან, აეროპორტის გარე პერიმეტრზე კი ტანკები არიან განლაგებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი