თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საგანგებო რეჟიმზეა გადასული - სტამბულის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით ყველა რეისი გაუქმებულია
15-07-2016, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის ათათურქის  აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისები ჯერჯერობით ვერ სრულდება, - განუცხადეს guardian.ge-ს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში.

 

 

აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, არ არის გამორიცხული გადადებული რეისები სტამბულის საბიჰას აეროპორტში გადაერთოს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აეროპორტიც არ დაიკეტება.

 

 

მგზავრები, რომლებიც სტამბულისკენ გამგზავრებას გეგმავდნენ, ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტში რჩებიან და ავიაკომპანიების მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

 

თურქეთის შეიარაღებულმა სამხედრო ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი აიღო, დაკეტილია ხიდები სტამბულში, მუშაობა შეწყვეტილი აქვს სტამბულის ათათურქის აეროპორტს, ხოლო სამხედრო თვითმფრინავები დედაქალაქ ანკარაში საკმაო დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

 

 

BBC- ის ცნობით, სტამბულში გადაკეტილია ბოსფორისა და ფატიჰ სულთანის ხიდები.

 


BBC-ის ცნობითვე, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან, სროლის ხმა ისმის ასევე სტამბულის პოლიციის შენობასთან, აეროპორტის გარე პერიმეტრზე კი ტანკები არიან განლაგებული. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი