"თურქეთში სამხედროების ქმედება კარგად ორკესტრირებულ სამხედრო გადატრიალებას მიაგავს, რომლის სათავეში დგანან სამხედროების მნიშვნელოვანი სტრუქტურები"
15-07-2016, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

თურქეთში სამხედროების ქმედება „საგრძნობლად კარგად ორკესტრირებულ სამხედრო გადატრიალებას მიაგავს, რომლის სათავეში ჩანს რომ დგანან სამხედროების მნიშვნელოვანი სტრუქტურები და არამხოლოდ რამდენიმე პოლკოვნიკი, - განაცხადა "როიტერსთან" საუბრისას ევროკავშირის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა წყარომ, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს.

 

 

"ისინი აკონტროლებენ აეროპორტებს და მოსალოდნელია, რომ კონტროლი აიღონ სატელევიზიო სადგურებზეც. ისინი აკონტრლებენ სტამბულის რამდენიმე სტრატეგიულ წერტილს. ოპერაციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ძნელია წარმოიდგინო რომ სამხედროები ასე ადვილად შეჩერდნენ“, - აცხადებს ევროკავშირის წყარო.

 

 

ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი თურქეთის ელჩთან ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში სადილობდა, როდესაც მობილურ ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, რის გამოც სადილი სასწრაფო წესით შეწყდა "ნათელია, რომ ეს არ არის რაღაც მცირე ზომის სამხედრო გადატრიალება. თურქი ელჩი ნათლად ჩანდა რომ შოკირებული იყო და მიღებულ ინფორმაციას ძალიან სერიოზულად აღიქვამდა", - განუცხადა "როიტერსს" დიპლომატმა, რომელიც აღნიშნულ სადილს ესწრებოდა.

 

 

"ჩანს რომ დილით ამ ამბავს მასობრივი შედეგი ექნება თურქეთისთვის".

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სისხლისღვრა თავიდან იქნება აცილებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთში მყოფ ამერიკელებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა. სხვა ქვეყნებმაც მსგავსი რჩევები მისცეს თავიანთ მოქალაქეებს.

 

 

მას შემდეგ, რაც თურქეთის შეიარაღებულმა სამხედრო ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი აიღო, ერდოღანმა თურქულ CNN-თან მობილური ტელეფონით საუბრისას აღნიშნა, რომ ქმედება არის „პარალელური სტრუქტურის“ მიერ განხორციელებული, რასაც საჭირო პასუხები გაეცემა.

 


წარსულში მან ეს ტერმინი გამოიყენა აშშ-ში ბაზირებული მუსლიმი სასულიერო პირის, ფეტულაჰ გულენის დახასიათებისას, რომელსაც არეულობების მოწყობაში სდებს ბრალს.

 


ერდოღანმა ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და ამბოხებისთვის წინააღმდეგობის გაწევისაკენ მოუწოდა. მან განაცხადა: დაჟინებით მოვუწოდებ თურქ ხალხს, თავი მოიყარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და მოედნებზე, აეროპორტებში. არასოდეს არ მჯეროდა იმაზე დიდი ძალაუფლების, ვიდრე ეს ხალხის ძალაუფლებაა".

 


ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი ანკარისკენ მიემგზავრება და ისინი, ვინც სამხედრო გადატრიალებაში არიან ჩართულნი, მძიმე საფასურს გადაიხდიან. მისივე თქმით,უმცირესობის მიერ დაწყებულ ამბოხებას დაძლევს.

 


სამხედრო ჯგუფმა ეროვნული სამაუწყებლო კომპანია TRT-ის მეშვეობით განაცხადა, რომ დემოკრატიულ და სეკულარულ მმართველობას ახლანდელი მთავრობის მიერ ეროზია გაუჩნდა, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია ექნება.

 


თურქეთში ამ დროისთვის დაკეტილია ხიდები სტამბულში, მუშაობა შეწყვეტილი აქვს სტამბულის ათათურქის აეროპორტს, ხოლო სამხედრო თვითმფრინავები დედაქალაქ ანკარაში საკმაო დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

 


BBC- ის ცნობით, სტამბულში გადაკეტილია ბოსფორისა და ფატიჰ სულთანის ხიდები.

 


BBC-ის ცნობითვე, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან, სროლის ხმა ისმის ასევე სტამბულის პოლიციის შენობასთან, აეროპორტის გარე პერიმეტრზე კი ტანკები არიან განლაგებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი