„როიტერსის“ ცნობით, თურქეთში აეროპორტები დაკეტილია, გათიშულია ინტერნეტი და სოციალური მედია. თვითმფრინავები და ვერტმფრენები ანკარაში საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
ანკარაში ადგილი ჰქონდა აფეთქებას, ვერტმფრენიდან კი ცეცხლი იქნა გახსნილი. ჯარისკაცებს TRT-ის სატელევიზიო სადგურზე კონტროლი აქვთ დამყარებული. აღნიშნული ტელევიზიით სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და გამოცხადებულია კომენდანტის საათი.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ განცხადებით აყვანილ მძევლებს შორის ანკარაში თურქეთის მთავარი სამხედრო პირები არიან.
BBC-ის ცნობით, რომელიც ინფორმაციას თურქ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს, ქვეყანას ახლა „მშვიდობის საბჭო მართავს“.
ერდოღანის მხარდამჭერები სტამბულის ცენტრალურ ტაქსიმის მოედანზე არიან შეკრებილები. გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ მოედანზე შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, ისმოდა სროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.