საქართველოს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - აცხადებს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.
„ის რაც თურქეთში ხდება, საკმაო შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედი გვაქვს, რომ მალე სიტუაცია დაწყნარდება და ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება. იქამდე კი -გეტყვით, რომ ჯერჯერობით საქართველოს მხარეზე არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე ვითარება მშვიდია, ამიტომ არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება შემდგომი მოქმედების გზები“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე თურქეთის მთავრობასთან „კავშირი შეუძლებელია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.