თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია, ამბოხებულები დამარცხდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება წინააღმდგობის გარკვეული კერები.
„ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ღალატის მუხლით წარსდგება“, აცხადებს ნუჰ ილმაზი.
„როიტერსის“ ცნობით, 30-მა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა, დანებდა მაშ შემდეგ, რაც სტამბულის ტაქსიმის მოედანზე ისინი შეიარაღებულმა პოლიციამ ალყაში მოაქცია.
პოლიციის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში 104 სამხედრო პირი მონაწილეობდა. სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ აქვეყნებს „იმ სამხედროების სიას, რომლებიც სამხედრო გადატრიალებას გეგმავდნენ“. ამ სიის სათავეში პოლკოვნიკი კოსე არის მოქცეული.
ცოტა ხნის წინათ, სტამბულის აეროპორტში ერდოღანის თვითმფრინავი დაეშვა. აღნიშნულამდე კი სტამბულში შეტაკებების დროს, ორი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული.
„ანადოლუს“ ცნობით, პოლიციის 17 ოფიცერია მოკლული თავდასხმების დროს. თურქული სამაუწყებლო კომპანიის NTV-ის ინფორმაციით, არმიის ჯგუფის კუთვნილი სიკორსკის ვერტმფრენი თურქული სამხედრო თვითმფრინავის F-16-ის მიერ იქნა ჩამოგდებული.
ჯარისკაცების ჯგუფი სტამბულის კერძო სატელვიზიო ჯგუფის „დოგან მედიის“ შენობაში შეიჭრა და CNN-ის თურქულ სატელევიზიო არხს სამაუწყებლო კაბელები გადაუჭრა. რის შედეგადაც, არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.