ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის გაძვირების გადავადების თაობაზე კომენტარს აკეთებს. როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საფასურის გაძვირების გადავადების საკითხზე" სოკართან" მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და "ყველაფერი 1 მარტამდე გაირკვევა".
"რაც შეეხება გაზის გაძვირებას, მხოლოდ კომერციულ ობიექტებზე იყო საუბარი. როგორც იცით, ეს კურსთა შორის სხვაობას უკავშირდებოდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნა "ყაზტრანსგაზს" და თბილისში არსებულ კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით ამარაგებენ. შესაბამისად, მათ გააკეთეს განაცხადი, რომ კურსთა შორის სხვაობის გამო აუცილებელია, კომერციულ ობიექტებს, პურის საცხობების გამოკლებით, გაეზარდოთ ტარიფი, თუმცა "სოკართან" განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე არ მოხდეს გაზის ფასის გაძვირება", - განაცხადა კალაძემ.
2015 წლის 1 მარტიდან კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის 15 თეთრით გაზრდის შესახებ კომპანია "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.