თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა
16-07-2016, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.

 

 

თბილისის მერი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს და მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

 

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ნიცაში, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე - „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას. ეს იყო საზარელი ტერორისტული აქტი, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს და მიმართულია მშვიდობისა და თავისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო თავდასხმა ცივილიზებული მსოფლიოს მთავარ ფასეულობაზე - თავისუფლებაზე. მე მჯერა და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ უმაღლეს ფასეულობაზე დაფუძნებული ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით შეძლებს დაამარცხოს აღნიშნული სისასტიკე და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ - ნათქვამია დავით ნარმანიას სამძიმრის წერილში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი