თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა ადგილობრივი დროით 14.00 საათისთვის არის დანიშნული.
მას შემდეგ, თურქეთში შეიარაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა და კომენდანტის საათი გამოაცხადა, ილდირიმმა ასეთი კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლებლობის შესაბამისად და არ დავუშვებთ ამ მცდელობას. ისინი კი ვინც უკანონო ქმედებას სჩადიან, უმაღლეს საფასურს გადაიხდიან“, - განუცხადა ილდირიმმა NTV-ს.
მან დაამატა: „სამხედრო ძალების ჯგუფის მიერ უკანონო ქმედებას აქვს ადგილი და ეს ჯგუფი მოქმედებს სამხედრო მმართველობის ჯაჭვის გარეშე. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც დააზარალებს დემოკრატიას“.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. სტამბულისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა. მანვე სტამბულში ჩაფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩაშლილად გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.