ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ რეისი დანიშნა, - აცხადებს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.
„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები და მათ გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 16.20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.
„ამავე დროს, იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლაც ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავად აეროპორტში, აეროპორტის თანამშრომლებსაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.