„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სალომე ჩარკვიანმა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
”მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, ჩემს შვილს, ყველას ვინც დამიდგა თავდებში, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, უცნობებს, ნაცნობებს, სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო ბადრაგებს, პოლიციას და მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის”, - განაცხადა სალომე ჩარკვიანმა.
ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით დღეს გათავისუფლდა და მას 4- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
მისი გათავისუფლების საკითხზე როგორც საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტავს, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე ჩარკვიანი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.