თურქეთის პრემიერ მინისტრი, ბინალი ილდირიმი პრესკონფერენციას მართავს. ილდირიმი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში "პარალელურ სტრუქტურებს" ადანაშაულებს.
BBC იტყობინება, რომ ქვეყნის პრემიერი "პარალელურ სტრუქტურებში", ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ფეტულაჰ გულენის გულისხმობს.
ილდირიმის განმარტებით, სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებული ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
"პარალელურ სტრუქტურებზე" საუბრობდა თავად თურქეთის პრეზიდენტიც ჯერ კიდევ თურქულ CNN-თან მობილური ტელეფონით ჩართვისას. ერდოღანმა განაცხადა, რომ ქმედება არის „პარალელური სტრუქტურის“ მიერ განხორციელებული, რასაც საჭირო პასუხები გაეცემა.
წარსულში მან ეს ტერმინი გამოიყენა აშშ-ში ბაზირებული მუსლიმი სასულიერო პირის, ფეტულაჰ გულენის დახასიათებისას, რომელსაც არეულობების მოწყობაში სდებს ბრალს.
ილდირიმის თქმით, არსებული მონაცემების მიხედვით, შეტაკებებს 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 1400-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.