თურქეთის პრემიერ მინისტრი, ბინალი ილდირიმი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენას არ გამორიცხავს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ილდირიმის თქმით, აღნიშნული სასჯელის დასაბრუნებლად შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს.
თურქული მედია უკვე საუბრობს გადატრიალების მცდელობის ხელმძღვანელების ვინაობაზე. საუბარია ორ ადამიანზე. მათ შორის გენერალ აკინ ოზთურქზე. იგი თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი მეთაურია, რომელმაც სამხედრო სამსახური 2015 წლის აგვისტოში დატოვა, თუმცა, ამ დრომდე აგრძელებდა ქვეყნის უმალეს სამხედრო საბჭოს წევრობას. მეორე ადამიანი კი ლეიტენანტი მეტინ იიდილია.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად 270-მდე ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.