„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით,საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დღეს დამატებითი ავიარეისები დანიშნეს.
თურქეთის ავიახაზების რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან შეიცვალა და არის 15:45 ადგილობრივი დროით. ავიაკომპანია „ატლას გლობალის“ რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან დაგეგმილია 16:20 საათზე ადგილობრივი დროით.
„მგზავრებს ასევე უკვე შეუძლიათ გააგრძელონ მგზავრობა სტამბულიდან მათი საბოლოო დანიშნულების ქალაქებამდე და ასევე ჩამოფრინდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სტამბულის გავლით“, - ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.