ზაზა ფირალიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" რიგები დატოვა. ფირალიშვილმა პარტიიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება სოციალურ ქსელოში გაავრცელა.
„თუკი ვინმე დაინტერესდებით. საგანგებოდ დღის მეორე ნახევრისათვის შემოვინახე ეს ამბავი. დილიდანვე რომ გამეხმაურებინა, უნებურად თავისუფალი დემოკრატების ყრილობისათვის ზიანის მიყენების მცდელობა გამომივიდოდა. ამას კი არც თავს ვაკადრებდი და არც ყოფილ პარტნიორებს, მით უმეტეს, არ ვაკადრებდი ჩემს აქაურ მეგობრებს.
ამასთან, რომ არ მეთქვა, წარმომიდგენია, რა მითქმა-მოთქმის საგანი გახდებოდა ეს ამბავი.
მოკლედ, გუშინ საღამოდან აღარ ვარ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. თქვენთვის საინტერესო მიზეზებიდან სულ ორიოდეს ვიტყვი. პირველ რიგში, ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება ჩემი ტემპერამენტისა და ცხოვრების ყაიდის ადამიანისათვის ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. ადრე ყოველთვის მრჩევლის სტატუსს ვჯერდებოდი, მაგრამ წევრობა სულ სხვა ვითარებაა.
იყო, ცხადია, გარკვეული იდეოლოგიური და ტაქტიკური წინააღმდეგობებიც, იყო გაუგებრობაც, თუმცა კი ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარებოდა. ყოფილ პარტნიორებთან ადამიანური ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არა მაქვს. ვისაც მეგობრებად ვთვლიდი ან შორიდან პატივს ვცემდი გაწევრიანებამდე, ისინი კვლავ ჩემს მეგობრებად და პატივსაცემ ადამიანებად რჩებიან. თუ ოდესმე ჩემი რჩევების საჭიროება ექნებათ, ცხადია, უარს არ ვეტყვი. არასოდეს არავისთვის მითქვამს უარი და მითუმეტეს, უარს ვერ ვეტყვი ყოფილ პარტნიორებს.
დღესაც მივიჩნევ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი და წარმატებას ვუსურვებ.
საგანგებოდ ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ რომელიმე სხვა, მითუმეტეს, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდში გადასვლას. დღესაც მაქვს ორიოდე საკმაოდ მომხიბლავი წინადადება, მაგრამ წმინდა მორალურ მოსაზრებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლიტიკის გარეშეც მაქვს თვითრეალიზების სივრცე და ასეთი სალტო-მორტალეების საჭიროება არ გამაჩნია“, - აღნიშნულია ზაზა ფირალიშვილის განცხადებაში, რომელსაც იგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.