სააგენტო „ანადოლუსა“ და გაზეთ Hurriyet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა.
პარალელურად, 2 745 მოსამართლე დაკავებული თანამდებობიდან ფეტულაჰ გულენთან კავშირში ეჭვმიტანილობის გამო, გაათავისუფლეს. გიულენს კი თურქეთის პრეზიდენტი და პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ბინალი ილდირიმი "პარალელურ სტრუქტურებს" სდებენ ბრალს.
BBC იტყობინება, რომ ქვეყნის პრემიერი "პარალელურ სტრუქტურებში", ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ფეტულაჰ გულენის გულისხმობს.
ერდოღანმა კი თურქულ CNN-თან მობილური ტელეფონით ჩართვისას, განაცხადა, რომ ქმედება არის "პარალელური სტრუქტურების" მიერ ჩადენილი.
ცნობილია, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული ტერმინი აშშ-ში ბაზირებული მუსლიმი სასულიერო პირის, ფეტულაჰ გულენის დახასიათებისას გამოიყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.