ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
ილდირიმმა და პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულ სახლში ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში.

(გულენი მის საცხოვრებელ სახლში, პენსილვანია)
მათ თქვეს, რომ გულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.

(ადგილი, სადაც ფეტულაჰ გულენის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, აშშ)
გულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა მან.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. ოფისის ცნობით, მათ შორის161 ადამიანი სამოქალაქო პირია, რომელთაგან 20 „შეთქმულების მონაწილე“ იყო.
დანარჩენი 104 „შეთქმულების მონაწილე“, რომელიც დაიღუპა - სავარაუდოდ ჯარისკაცები - მსხვერპლის საბოლოო რიცხვს 265-მდე ზრდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.