ერდოღანი ობამას მოუწოდებს: თუკი ამერიკა და თურქეთი ნამდვილად სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაშინ იგი უნდა დაგვეხმაროს დევნილობაში მყოფი იმამის გადმოცემის საკითხში
16-07-2016, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც სტამბულში იმყოფება, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას მოუწოდა დააპატიმროს სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი ანდა მოახდინოს მისი თურქეთში დეპორტირება, რათა მას წარედგინოს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს. 

 

 

მან თქვა, რომ თუკი შეერთებული შტატები და თურქეთი ნამდვილად არიან სტრატეგიული მოკავშირეები, მაშინ ამერიკის პრეზიდენტი უნდა დაეხმაროს ერდოღანს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი იმამის გადმოცემის საკითხში.

 

 

თურქეთის ხელისუფლების მოწოდებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ამერიკა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავს, მაგრამ საჭიროა იმამის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამხილი. 

 

 

ერდოღანმა შემდეგ თქვა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა არმიის შიგნით მცირე ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ არა სამხედრო გენერლების მიერ. ჯერჯერობით 2 800-სზე მეტი სამსახურის წევრია დაკავებული და ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპატიმრებები მთელი თურქეთის გარშემო გრძელდება. ერდოღანის მთავრობამ ასევე 2 700-სზე მეტი მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლა სამსახურებიდან.

 

 

შეკრებილი ხალხი, რომლის წინაშეც გამოდიოდა პრეზიდენტი, უყვიროდა ერდოღანს, რომ მათ სურთ სიკვდილით დაისაჯონ სამხედრო გადატრიალების მომწყობები - პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს მოთხოვნები, შესაძლოა, რომ პარლამენტში განიხილონ“.

 


თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უკვე აღნიშნა, რომ ქვეყანამ შესაძლოა აღადგინოს სიკვდილით დასჯა, რომელიც 2004 წელს ერდოღანის ადმინისტრაციის ქვეშ სრულად გაუქმდა.

 


ერდოღანი პაუზას აკეთებს, რადგან მის უკან მინარეთიდან ხმა ისმის. შემდეგ ის აცხადებს: „არმია ჩვენია და არა პარალელური სტრუქტურის - მე ვარ მთავარსარდალი!“

 


იგი პირობას იძლევა რომ სამხედრო და მთავრობის სტრუქტურებიდან გადატრიალების მხარდამჭერებს „გაასუფთავებს“.

 


ერდოღანი ისევ შეეხო გიულენის თემას და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მის მოთხოვნებთან და აღნიშნა, რომ თურქეთმა ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს ტერორისტები გადასცა. როგორც კი „ტერორის მეთაური“ გადასახლების ადგილიდან მოცილებული იქნება, განაცხადა ერდოღანმა, თურქეთს ნამდვილი ცვლილება ექნება.

 

 

ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.

 


ილდირიმმა და პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გიულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულად ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში. მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.

 

 

(ფოტოზე: ფეტჰულაჰ გიულენი მის საცხოვრებელ სახლში, პენსილვანია)

 


გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო. ჟურნალისტებისთვის მიცემულ იშვიათ ინტერვიუში კი აღნიშნა: "ახლა თურქეთი დემოკრატიის გზაზეა და ის უკან ვეღარ დაბრუნდება". 

 

 

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. ოფისის ცნობით, მათ შორის 161 ადამიანი სამოქალაქო პირია, რომელთაგან 20 „შეთქმულების მონაწილე“ იყო.

 


დანარჩენი 104 „შეთქმულების მონაწილე“, რომელიც დაიღუპა - სავარაუდოდ ჯარისკაცები - მსხვერპლის საბოლოო რიცხვს 265-მდე ზრდის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი