თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი ისიკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთგულმა ძალებმა თურქეთში სრული კონტროლი აღადგინეს, მაგრამ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი განგრძობითი საფრთხისთვის ხელისუფლება დარჩება სიფხიზლის მაღალ დონეზე.
„აჯანყება, ჩანს რომ არ იყო მხარდაჭერილი სამხედრო ძალების უმეტესი მაღალი რანგის პირების მიერ. გენერალმა უმით დუნდარმა განაცხადა, რომ შეთქმულები ძირითადად საჰაერო ძალების ოფიცრები, სამხედრო პოლიცია და შეიარაღებული სამხედრო ქვედანაყოფები იყვნენ“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ამას ბრიტანული "გარდიანი" წერს, თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა გენერალი ადემ ჰუდუთი, მე-2 არმიის მეთაური, და ალპარსლამ ალთანი, თურქეთის უმაღლესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე. „როიტერსის“ ფარული ოფიციალური წყაროს თანახმად კი, რაც ჯერ არ დადასტურებულა, ასევე დაკავებულია გენერალი ერდალ ოზთურქი, მესამე არმიის კორპუსის მეთაური.
შიდა დაპატიმრებების პარალელურად თურქეთი შეერთებული შტატებისაგან დევნილობაში მყოფი სასულიერო პირის ფეტჰულაჰ გიულენის დაპატიმრებასაც ითხოვს. ერდოღანი პირდაპირ მოუწოდებს ობამას დააპატიმროს გიულენი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულიდან მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას დააპატიმროს სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი ანდა მოახდინოს მისი თურქეთში დეპორტირება, რათა მას წარედგინოს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.
მან თქვა, რომ თუკი შეერთებული შტატები და თურქეთი ნამდვილად სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაშინ ამერიკის პრეზიდენტი უნდა დაეხმაროს ერდოღანს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი იმამის გადამოცემის საკითხში.
თურქეთის ხელისუფლების მოწოდებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ამერიკა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავს, მაგრამ საჭიროა იმამის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამხილი.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა არმიის შიგნით მცირე ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ არა სამხედრო გენერლების მიერ. ჯერჯერობით 2 800-სზე მეტი სამსახურის წევრია დაკავებული და ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპატიმრებები მთელი თურქეთის გარშემო გრძელდება. ერდოღანის მთავრობამ ასევე 2 700-სზე მეტი მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლა სამსახურებიდან.
სტამბულში შეკრებილი ხალხი, რომლის წინაშეც გამოდიოდა პრეზიდენტი, უყვიროდა ერდოღანს, რომ მათ სურთ სიკვდილით დაისაჯონ სამხედრო გადატრიალების მომწყობები - პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს მოთხოვნები, შესაძლოა, რომ პარლამენტში განიხილონ“.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უკვე აღნიშნა, რომ ქვეყანამ შესაძლოა აღადგინოს სიკვდილით დასჯა, რომელიც 2004 წელს ერდოღანის ადმინისტრაციის ქვეშ სრულად გაუქმდა.
ერდოღანი პაუზას აკეთებს, რადგან მის უკან მინარეთიდან ხმა ისმის. შემდეგ ის აცხადებს: „არმია ჩვენია და არა პარალელური სტრუქტურის - მე ვარ მთავარსარდალი!“
იგი პირობას იძლევა რომ სამხედრო და მთავრობის სტრუქტურებიდან გადატრიალების მხარდამჭერებს „გაასუფთავებს“.
ერდოღანი ისევ შეეხო გულენის თემას და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მის მოთხოვნებთან და აღნიშნა, რომ თურქეთმა ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს ტერორისტები გადასცა. როგორც კი „ტერორის მეთაური“ გადასახლების ადგილიდან მოცილებული იქნება, განაცხადა ერდოღანმა, თურქეთს ნამდვილი ცვლილება ექნება.
ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.
ილდირიმმა და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გიულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულ სახლში ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში. მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.

(ფოტოზე: ფეტჰულაჰ გიულენი მის საცხოვრებელ სახლში, აშშ, პენსილვანია)
გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის უახლოესი მოკავშირე იყო.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. ოფისის ცნობით, მათ შორის161 ადამიანი სამოქალაქო პირია, რომელთაგან 20 „შეთქმულების მონაწილე“ იყო.
დანარჩენი 104 „შეთქმულების მონაწილე“, რომელიც დაიღუპა - სავარაუდოდ ჯარისკაცები - მსხვერპლის საბოლოო რიცხვს 265-მდე ზრდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.