მთავრობის ადმინისტრაცია: თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია
17-07-2016, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია.

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა შესაბამისმა უწყებამ, მათ შორის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა.

 

 

„თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების მოკლე ვადებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურ კონტაქტზე იყო ავიაკომპანიების - "ატლას გლობალის" და "თურქეთის ავიახაზების" წარმომადგენლობასთან; "ატლას გლობალმა" სტამბოლიდან დამატებითი რეისი დანიშნა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:30 საათზე დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე 153 მგზავრი, მათ შორის ოთხი ჩვილი იმყოფებოდა. დამატებითი რეისი დანიშნა სტამბოლიდან "თურქეთის ავიახაზებმაც". რეისით, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:45 საათზე დაეშვა, 141 მგზავრი ჩამოფრინდა.

 

 

ყველა მგზავრი, რომელიც, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, სტამბოლის აეროპორტებში იყო დარჩენილი, უკვე საქართველოშია.

 

 

საქართველოსკენ უვნებლად გამოემგზავრა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ქართული გენი“, რომლის ავტობუსსაც, თურქეთში განვითარებული პროცესების გამო, სტამბოლიდან 60 კილომეტრში გაჩერება მოუხდა.

 

 

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა 16:00 საათიდან მოიხსნა და საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ“,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები - "სარფი", "კარწახი" და "ვალე" და მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გაატრიალების მცდელობა იყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით,  დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, მათ შორის 161 ადამიანი სამოქალაქო პირია, რომელთაგან 20 „შეთქმულების მონაწილე“ იყო.  დანარჩენი 104 „შეთქმულების მონაწილე“, რომელიც დაიღუპა - სავარაუდოდ ჯარისკაცები - მსხვერპლის საბოლოო რიცხვს 265-მდე ზრდის.   

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი