სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას უარყოფს
17-07-2016, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.

 

 

როგორც სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილით, შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი სომხეთის საპატრულო დაცვის პოლკში შეიჭრა და ძალადობის მუქარით ადამიანები ჰყავთ დაკავებული.

 

 

„ამ დროისთვის მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩაბარდნენ“, - ნათქვამია სომხეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

 

 

ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციის შენობაში შეჭრილთა მომხრეები სოციალური ქსელებით ავრცელებენ განცხადებებს, რომ შეიარაღებული ამბოხი დაიწყო, თუმცა, უშიშროების სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

 

 

ერევანში, პოლიციაზე შეიარაღებულ თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. პოლიციის შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი