სირიის ქალაქ ალეპოში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებების მონიტორინგის სირიულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამიანის უფლებების მონიტორინგის სირიული ცენტრის ინფორმაციით, იერიშები ალეპოს აღმოსავლეთით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში სირიის ან რუსეთის ავიაციამ განახორციელა.
ჩამოგდებული ბომბი საავადმყოფოს დაეცა, რის შედეგადაც პაციენტები და საავადმყოფოს თანამშრომლები დაშავდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.