ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა ფრანგ პატრიოტებს ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სარეზერვო ჯარის შემადგენლობაში შესვლა სთხოვა.
BBC-ის ინფორმაციით, ბერნარ კაზნევმა დაადასტურა, რომ საფრანგეთი უკვე არსებულ ოპერატიულ რეზერვს სამსახურისკენ მოუწოდებს, რომლის შემადგენლობაშიც 12 ათასი რეზერვისტი იყო, თუმცა ამასთანავე განმარტა, რომ მათ რიგებს შევსება სჭირდებათ.
„აღნიშნული კამპანიის შედეგად რეზერვის ჯარის შემადგენლობაში შესული ადამიანები ზაფხულის პერიოდში იმსახურებენ. საფრანგეთში სარეზერვო ჯარის შემადგენლობაში შეუძლიათ შესვლა მათ, ვისაც ომში უმსახურია და მათაც, ვისაც ძალოვან უწყებებთან შეხება არ ჰქონიათ. მოხალისეები უნდა იყვნენ 17-დან 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადებით“,-განაცხადა მან.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები სამ თვეს შენარჩუნდება.
თავდასხმა ნიცაში 3 დღის წინ მოხდა. 31 წლის, წარმოშობით ტუნისელმა, სატვირთო მანქანით სანაპირო ქუჩაზე შეკრებილ ადამიანებს გადაუარა, რის შედეგადაც 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიცას ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაკავებულია ერთი ქალი და ერთი კაცი. სხვა დეტალები და მათი ვინაობა ჯერჯერობთ უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.