„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი და სანდრა რულოვსი იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკური პროგრამა გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას და გამარჯვების შემთხვევაში პენსიის 50 ლარით ზრდას შეჰპირდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა იორმუღანლოში არსებულ პრობლემებზე გზების, სასმელი და სარწყავი წყლის, რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების არ არსებობაზე გაამახვილა ყურადღება.
რულოვსმა საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოში მცხოვრებ მოსახლეობას ზურა ჭიაბერაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.