ოთარ დანელიამ და კატერინა მატერნოვამ კოოპერატივები დაათვალიერეს
17-07-2016, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვასთან ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „საწური“, „ნატურგიფტი“ და „ლურჯა 2015“ დაათვალიერა და აჭარის აგროსერვის ცენტრის მუშაობას გაეცნო.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობაში ევროკავშირის დახმარებას, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ხორციელდება უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

აღნიშნული დახმარება მთლიანობაში 180 მლნ ევროს მოიცავს და 2013-2020 წლებზეა გათვალისწინებული.

 

 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „საწური“ 4 ფერმერია გაერთიანებული. მათ საკუთარი ვენახები აქვთ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში. კოოპერატივს „საწური“ ENPARD აჭარას საგრანტო პროექტის ფარგლებში ღვინის წარმოებისა და ბოთლებში ჩამოსხმისთვის აუცილებელი დანადგარები, უჟანგავი ლითონის ავზები და ჭურები გადაეცათ; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „ნატურგიფტი“ 7 მეფუტკრეა გაერთიანებული და სასაქონლო თაფლის ცვილისა და დინდგელის წარმოების გარდა, დედაფუტკარი გამოჰყავთ სერიულად. კოოპერტივს ENPARD აჭარას საგრანტო პროექტის ფარგლებში ხელოვნური ფიჭის დამამზადებელი დანადგარი გადაეცა. ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ლურჯა-2015“ კუთვნილ ნაკვეთებზე უახლესი ტექნოლოგიის წვეთოვანი მორწყვის სიტემა და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებია დამონტაჟებული. პროექტის ფარგლებში პლანტაციების გასაშენებლად კოოპერატივს მარწყვისა და ჟოლოს ნერგებიც გადაეცა“,-აცხადებენ სამინისტროში.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი და ევროკავშირის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კოოპერატივების წევრებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი