ფეტჰულაჰ გიულენი: საერთაშორისო ორგანიზაციამ გადატრიალების მცდელობა გამოიძიოს და შედეგი რაც არ უნდა იყოს, ვაღიარებ
17-07-2016, 06:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქი სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი შესაძლო თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს.

 

 

გიულენის განმარტებით, თუ მას აღნიშნული მოვლენების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დაამტკიცოს, სახელმწიფო გადატრიალებაში მისი თანამონაწილეობა.

 

 

„საერთაშორისო კომისიამ გადატრიალების მცდელობა გამოიძიოს და შედეგი რაც არ უნდა იყოს, ვაღიარებ, თუნდაც ტყუილი იყოს, მაინც ვაღიარებ. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს“, -განაცხადა გიულენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო ამბოხების ინიციატორად ფეტჰულაჰ გიულენი გუშინ დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადირებაც სთხოვა.  

  

 

„სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მე მივმართავ შეერთებულ შტატებს, მივმართავ მათ ლიდერს, გადმოგვეცით ის, ვინც პენსილვანიაში იმყოფება. თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, თუ ვართ პარტნიორობის მაგალითი, გთხოვთ, შეასრულეთ თქვენი პარტნიორის მოთხოვნა, რადგან ჩვენ გადმოგეცით ყველა ტერორისტი, რომლებსაც თქვენ ითხოვდით“, -  განაცხადა ერდოღანმა სტამბულში ხელისუფლების მხარდამჭერთა აქციაზე, რომელიც მის რეზიდენციასთან გაიმართა. 

 

 

თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით,  დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, 1 440 კი მძიმედ არის დაშავებული.  ქვეყნის ხელისუფლებამ ამბოხის ჩახშობის შემდეგ 3 000-მდე სამხედრო პირი დააკავა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, 2700-ზე მეტი მოსამართლე კი გაათავისუფლა.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი