ნატო მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს და საქართველოს ტერიტორიიდან მისი საჯარისო ნაწილები გაიყვანოს, - ამის თაობაზე განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, ნატო გმობს რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს და შეშფოთებულია რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით, იმ გეგმების გამო, რომლის მიხედვითაც მსგავსი შეთანხმების გაფორმება სამხრეთ ოსეთთანაც იგეგმება.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი.
"ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, სადაც ალიანსის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გაივლიან წვრთნებს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-სთვისაც" - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, სხდომაზე კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის კუთხით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.