ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მის მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტული ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით.
„ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა, თუმცა აშშ საავიაციო ხელისუფლების განცხადებით ისინი აკვირდებიან მოვლენებს სხვა უწყებებთან ერთად და განვითარებული მოვლენების მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს.
მგზავრებმა, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა მიმართონ შესაბამის ავიაკომპანიას. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე“,-ნათქვამია განცხადებაში და ასევე, აღნიშნულია, რომ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, 1 440 კი მძიმედ არის დაშავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.