რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მიუსამძიმრა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.
პუტინმა თურქეთში სტაბილურობისა და სიმშვიდის აღდგენის სურვილი გამოთქვა.
მისი თქმით, რუსეთის პრინციპული პოზიცია სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში ანტიკონსტიტუციური ქმედებისა და ძალადობის აღკვეთაა. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ თურქთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებს.
ერდოღანმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ოფიციალური ანკარა რუსი ტურისტების დასაცავად ყველა შესაძლო ზომას მიიღებს.
ქვეყნის პირველი პირები უახლოეს მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.
თურქეთში მიმდინარე წლის, 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, 1 440 კი მძიმედ არის დაშავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.