ერევანში, მძევლების გასათავისუფლებლად, სპეცოპერაცია ტარდება
17-07-2016, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ერევანში, პოლიციის სამმართველოში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად, სპეცოპერაციას ატარებენ.

 

 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად აყვანილი 2 ადამიანი უკვე გათავისუფლებულია. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი კი ჯერ კიდევ მძევალთა შორის რჩება.

 

 

„რია ნოვოსტის“ ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობაში შეჭრის დროს გარდაცვლილი ადამიანის ვინაობა დადგინდა. შემთხვევას პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი ემსხვერპლა, პოლკოვნიკი არამ ოვანესიანი, ვიცე-პოლკოვნიკი ჰრაჩ ხოტეგიანი და უმცროსი ოფიცერი გაგიკ მკრტჩიანი კი დაშავდნენ.

 

 

შეიარაღებული ადამიანები პოლიციის სამმართველოში დღეს შეიჭრნენ. მათ მძევლად 7 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი და 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას და ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი