მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე პარტიის წევრებთან ერთად, საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მან შეკრებილებს საგარეჯოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
ბურჭულაძემ ადგილობრივებს ასევე, პარტიის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრისას მოძრაობის ლიდერებმა საგარეჯოს მცხოვრებლებს პარტიის ეკონომიკური ხედვა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი განვითარებაა.
მოძრაობის - "სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერებმა ასევე საგარეჯოელებს შიდა პოლიტიკის, სამართლის უზენაესობის და საგარეო ურთიერთოებების მხრივ პარტიის ხედვებიც გააცნეს. დღესვე პაატა ბურჭულაძემ საგარეჯოში „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ რეგიონული ოფისიც გახსნა.
„შევხვდით საგარეჯოს მოსახლეობას. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ყველას, რომ აქ არაფერი გაკეთებულა წლების მანძილზე. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა დღევანდელი ცხოვრებით და ჩვენ გვინდა, რომ მათ იმედი მივცეთ მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ძნელია, თუმცა ჩვენ ეს მაინც შევძელით და მათი ცხოვრება ოქტომბრიდან აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.