შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაგმო ლუიზიანაში, ბატონ რუჟში პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმა და მას "ლაჩრების მიერ ჩადენილი ქმედება" უწოდა.
"ეს არის თავდასხმა საზოგადოების მსახურებზე, კანონის უზენაესობაზე და ცივილიზებულ საზოგადოებაზე. ისინი უნდა შეჩერდნენ", - აღნიშნულია ობამას განცხადებაში, რომელიც სულ ცოტ ხნის წინათ გავრცელდა.
პოლიციის 3 ოფიცერია მოკლული ცეცხლსასროლი იარაღიდან და რამდენიმე სხვა დაჭრილი ბატონ რუჟში, ლუიზიანაში, - განაცხადა ქალაქის მერმა. ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების მედია ავრცელებს. ლუიზიანას სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამივე პოლიციელი დაქორწინებული იყო და ოჯახები ჰყავდათ.
CBS, CNN და NBC-ის ახალი ამბები ბატონ რუჟში პოლიციელებზე თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს. მათი ინფორმაციით, ის 29 წლის გავინია, კანზას სითიდან, (მიზური). კვირას მისი დაბადების დღე იყო. პოლიციას ეს სახელი ჯერ არ დაუდასტურებია.
ოფიცრებმა ბატონ რუჟში საპასუხო ცეცხლი გახსნეს ჩასაფრებული ადგილიდან მათი მიმართულებით განხორციელებული სროლების შესაჩერებლად, რომელშიც სულ მცირე ერთი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, განუცხადა მერმა კიპ ჰოლდენმა NBC-ის ახალ ამბებს.
ლუიზიანას პოლიციის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთი 41 წლის იყო, რომელიც ერთი წლის წინათ შეუერთდა სამსახურს, მეორე 32 წლის, პოლიციაში 10-წლიანი მუშაობის სტაჟით, ხოლო მე-3 დაღუპული პოლიციელი - შერიფის მოადგილე - 45 წლის იყო.
ერთი ეჭვმიტანილი მოკლულია. პოლიცია სროლების ადგილს რობოტით ამოწმებს, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ ასაფეთქებელი მოწყობილობები არ არის, განაცხადა ბატონ რუჟის პოლიციის წარმომადგენელმა მაკნილიმ. პოლიციამ რეპორტიორებს განუცხადა, რომ ისინი ეძებენ ერთ ეჭვმიტანილზე მეტს და საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შავი ტანსაცმელი აცვიათ და ატარებენ გრძელ იარაღს, წერს სააგენტო „როიტერსი“.
ცოტა ადრე აღმოსავლეთ ბატონ რუჟის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ პოლიცია და შერიფის მოადგილეები ჩართულნი იყვნენ სროლების ინციდენტში, რომელიც ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 9 სათზე მოხდა.
აღნიშნულ ინციდენტამდე რამდენიმე კვირის წინათ ავღანეთის ომის ფერადკანიანმა 25 წლის ამერიკელმა ვეტერანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას სურდა „თეთრკანიანი ადამიანების მოკვლა“, დალასში საპროტესტო აქციაზე ჩასაფრებული ადგილიდან განხორციელებული თავდასხმისას პოლიციის 5 ოფიცერი მოკლა, 7 სხვა პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.