პრეზიდენტი ბარაქ ობამა ერს საგანგებოდ მიმართავს ლუიზიანაში პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის გამო.
"მოტივის მიუხედავად, ამ სამი მამაცი ოფიცრის სიკვდილი ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც პოლიცია... ყოველდღიურად დგას. ჩვენ როგორც ერმა ხმამაღლა და ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ არაფერი ამართლებს ძალადობას პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ", - განაცხადა ობამამ.
ობამას ერისადმი მიმართვამდე თეთრმა სახლა განაცხადა, რომ ობამა დაეკონტაქტა ლუიზინას გუბერნატორს ჯონ ბელ ედვარდს და ბატონ რუჟის მერს კიპ ჰოლდენს, რათა მიეღო ინფორმაცია გამოძიების უახლეს დეტალებზე. მან ადგილობრივ ხელისუფლებას ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაგმო ლუიზიანაში, ბატონ რუჟში პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმა და მას "ლაჩრების მიერ ჩადენილი ქმედება" უწოდა.
"ეს არის თავდასხმა საზოგადოების მსახურებზე, კანონის უზენაესობაზე და ცივილიზებულ საზოგადოებაზე. ისინი უნდა შეჩერდნენ", - აღნიშნულია ობამას განცხადებაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ გავრცელდა.
პოლიციის 3 ოფიცერია მოკლული ცეცხლსასროლი იარაღიდან და რამდენიმე სხვა დაჭრილი ბატონ რუჟში, ლუიზიანაში, - განაცხადა ქალაქის მერმა. ლუიზინას სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამივე პოლიციელი დაქორწინებული იყო და ოჯახები ჰყავდათ.
ლუიზიანას პოლიციის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთი 41 წლის იყო, რომელიც ერთი წლის წინათ შეუერთდა სამსახურს, მეორე 32 წლის, პოლიციაში 10-წლიანი მუშაობის სტაჟით, ხოლო მე-3 დაღუპული პოლიციელი - შერიფის მოადგილე - 45 წლის იყო. თავდასხმის მოტივები უცნობია.
CBS, CNN და NBC-ის ახალი ამბები ბატონ რუჟში პოლიცილებზე თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს. მათი ინფორმაციით, ის 29 წლის გავინია, კანზას სითიდან, (მიზური). კვირას მისი დაბადების დღე იყო. პოლიციას ეს სახელი ჯერ არ დაუდასტურებია.
ოფიცრებმა ბატონ რუჟში საპასუხო ცეცხლი გახსნეს ჩასაფრებული ადგილიდან მათი მიმართულებით განხორციელებული სროლების შესაჩერებლად, რომელშიც სულ მცირე ერთი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, განუცხადა მერმა კიპ ჰოლდენმა NBC-ის ახალ ამბებს.
ერთი ეჭვმიტანილი მოკლულია. პოლიცია სროლების ადგილი რობოტით შეამოწმა, რათა დარწმუნებულიყო, რომ იქ ასაფეთქებელი მოწყობილობები არ იყო, განაცხადა ბატონ რუჟის პოლიციის წარმომადგენელმა მაკნილიმ. პოლიცია თავდაპირველად ერთ ეჭვმიტანილზე მეტს ეძებდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდამსხმელი მხოლოდ ერთი პირი იყო.
ცოტა ადრე აღმოსავლეთ ბატონ რუჟის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ პოლიცია და შერიფის მოადგილეები ჩართულნი იყვნენ სროლების ინციდენტში, რომელიც ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 9 სათზე მოხდა.
აღნიშნულ ინციდენტამდე რამდენიმე კვირის წინათ ავღანეთის ომის ფერადკანიანმა 25 წლის ამერიკელმა ვეტერანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას სურდა „თეთრკანიანი ადამიანების მოკვლა“, დალასში საპროტესტო აქციაზე ჩასაფრებული ადგილიდან განხორციელებული თავდასხმისას პოლიციის 5 ოფიცერი მოკლა, 7 სხვა პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.