ბატონ რუჟში, ლუიზიანაში პოლიციის 3 ოფიცრის მკვლელობის განმხორციელებელი პირი საზღვაო ძალების ყოფილი წარმომადგენელი იყო. პოლიციის ცნობით, ის კანზას სითის მკვიდრი, 29 წლის აფრო–ამერიკელი გავინ ლონგია, მეტსახელად, „კოსმო სეტეპენრა“. იგი ერაყში მსახურობდა. პოლიციამ ის ორმხრივი სროლებისას მოკლა.
ლუიზიანას სახელმწიფო პოლიციამ სამივე მოკლულის ვინაობა დაასახელა. 32 წლის მონრელ ჯეკსონი, შავკანიანი პოლიციელი, მისი სიმამრის ლონი ჯორდანის სიტყვებით, იყო „ჯენტლმენი გიგანტი... მაღალი და მოხმაურე და შეუბრალებელი შესახედაობის“.

დანარჩენი ორი მსხვერპლიდან კი ერთ-ერთი 41 წლის მათიუ ჯერალდი იყო, რომელიც ქალაქის პოლიციის რიგებს მხოლოდ ერთი წლის წინათ შეუერთდა და მეორე, შერიფის მოადგილე, 45 წლის ბრედ გარაფოლა გახლდათ.
რაც შეეხება თავდამსხმელს, the New York Times- ის ცნობით, ლონგი საზღვაო ძალების ფლოტში 2005 წლის აგვისტოდან 2010 წლის აგვისტომდე მსახურობდა, ერაყში კი 2008 წლიდან 2009 წლამდე.
ლონგი სხვადასხვა დროს სან დიეგოსა და ტუსკალუზაში, ალაბამა, ცხოვრობდა. „როიტერსის“ ცნობით, იგი 2012 წლის ალაბამას უნივერსიტეტის დეკანის საპატიო სიაში იყო წარმოდგენილი.
პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ერს საგანგებოდ მიმართა, ლუიზიანაში პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის გამო.
"მოტივის მიუხედავად, ამ სამი მამაცი ოფიცრის სიკვდილი ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც პოლიცია... ყოველდღიურად დგას. ჩვენ როგორც ერმა ხმამაღლა და ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ არაფერი ამართლებს ძალადობას პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ", - განაცხადა ობამამ.

ობამას ერისადმი მიმართვამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დაეკონტაქტა ლუიზინას გუბერნატორს ჯონ ბელ ედვარდს და ბატონ რუჟის მერს კიპ ჰოლდენს, რათა მიეღო ინფორმაცია გამოძიების უახლეს დეტალებზე. მან ადგილობრივ ხელისუფლებას ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაგმო ლუიზიანაში, ბატონ რუჟში პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმა და მას "ლაჩრების მიერ ჩადენილი ქმედება" უწოდა.
"ეს არის თავდასხმა საზოგადოების მსახურებზე, კანონის უზენაესობაზე და ცივილიზებულ საზოგადოებაზე. ისინი უნდა შეჩერდნენ", - აღნიშნულია ობამას განცხადებაში.
პოლიციის 3 ოფიცერი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბატონ რუჟში, ლუიზიანაში ჩასაფრებული ადგილიდან მოკლეს, რამდენიმე სხვა კი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ლუიზინას სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამივე მოკლული პოლიციელი დაქორწინებული იყო და ოჯახები ჰყავდათ.
ოფიცრებმა ბატონ რუჟში საპასუხო ცეცხლი გახსნეს ჩასაფრებული ადგილიდან მათი მიმართულებით განხორციელებული სროლების შესაჩერებლად, რომელშიც სულ მცირე ერთი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, განუცხადა მერმა კიპ ჰოლდენმა NBC-ის ახალ ამბებს.
ერთი ეჭვმიტანილი მოკლულია. პოლიცია სროლების ადგილი რობოტით შეამოწმა, რათა დარწმუნებულიყო, რომ იქ ასაფეთქებელი მოწყობილობები არ იყო, განაცხადა ბატონ რუჟის პოლიციის წარმომადგენელმა მაკნილიმ. პოლიცია თავდაპირველად ერთ ეჭვმიტანილზე მეტს ეძებდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდამსხმელი მხოლოდ ერთი პირი იყო.
აღნიშნულ ინციდენტამდე რამდენიმე კვირის წინათ ავღანეთის ომის ფერადკანიანმა 25 წლის ამერიკელმა ვეტერანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას სურდა „თეთრკანიანი ადამიანების მოკვლა“, დალასში საპროტესტო აქციაზე ჩასაფრებული ადგილიდან განხორციელებული თავდასხმისას პოლიციის 5 ოფიცერი მოკლა, 7 სხვა პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.