საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ მინისტრს, ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. მან თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან თურქეთის სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება.
ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ 19 ივლისს, ანკარაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა. გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.