თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ვიზიტად აშშ-ში გაემგზავრა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საუბრის მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით, ჯონ ქერის ვიზიტის დროს დადებული მემორანდუმი იქნება.
"ეს იქნება გრძელი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა, იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი მივიღოთ სრულყოფილი სახით," - განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.
მინისტრის თქმით, ქართული მხარე აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ დოკუმენტში საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებები და ქვეყნის ინტერესები სრულად იყოს ასახული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.