შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც ერევანში პოლიციის შენობა აქვს დაკავებული, ერთი მძევალი გაათავისუფლა
18-07-2016, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანების შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც ერევანში პოლიციის შენობა აქვს დაკავებული, ერთი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციის შენობაში ამჟამად მძევლობაში 5 ადამიანი რჩება, მათ შორისაა სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ვარდან ეგიაზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი.

 

 

შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა ერევანში პოლიციის შენობა კვირას დილით დაიკავა. ხელისუფლების მონაცემებით, შენობის აღებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა, დანარჩენმა სხვამ ჭრილობები მიიღო. მოგვიანებით სპეცნაზის მებრძოლებმა ორი მძევლის გათავისუფლება შეძლეს.

 

 

შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც შენობა აქვს დაკავებული, საზოგადოებრივი ხსნის რადიკალური ოპოზიციური ფრონტის "ახალი სომხეთის" ლიდერის ჟირაირა სეფილიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ხელისუფლებას იგი იარაღის უკანონო ხმარებისა და შენახვის ბრალდებით ჰყავს დაკავებული.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი