პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თანამშრომლობის მთავარ პირობად „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შეთავაზებას ულტიმატუმის ფორმა არ ჰქონია.
ამის შესახებ მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო მსჯელობაში სიცხადის შეტანისას გამოთქმული წინადადება და არც ერთ ეტაპზე მასსა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ან რომელიმე „რესპუბლიკელ“ მინისტრსა და კვირიკაშვილს შორის ურთიერთობა ოდნავაც არ დაძაბულა.
„მივიღე წინადადება, იქნებ „რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა დატოვონ პარტია და ამის შემდეგ დარჩნენ თანამდებობებზეო, ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია. ანუ „ოცნებამ“ გვითხრა, უპარტიოები გვჭირდებით, პარტიულები - არაო. ყველაფერი გასაგები იყო - ჩემი საბოლოო პასუხი გახლდათ, რომ მინისტრები გადაბარებას დაასრულებენ და ორ-სამ დღეში გადადგებიან.
არჩევნებში „რესპუბლიკელებისა“ და „ქართული ოცნების” წარმატების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ საქმის ერთად კეთება განვაგრძოთ, თუმცა წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა - „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომრლობა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. პოლიტიკაში კონკურენცია აუცილებელია - სხვას უნდა აჯობო და ასე წახვიდე წინ, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, ერთი კარგი პარტია გავაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთო. ეს უფრო პოსტსაბჭოური პროცესია, რაც სახარბიელო შედეგს არ მოიტანს”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.