საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ქუთაისში "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" იმერეთის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. როგორც guardian.ge-ს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განუცხადა, პარტიისგან შემოთავაზება არ მიუღია და ქუთაისის ერთ–ერთ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად მისი დასახელების მოლოდინიც დიდად არ აქვს.
"ჯერჯერობით წარდგენილი არ ვარ. კონსულტაციები მქონდა პარტიის ხელმძღვანელ პირებთან და ისევ გრძელდება საუბრები, თუმცა, მოლოდინი მაინცდამაინც არ მაქვს, რომ დამასახელებენ", - აცხადებს ნიშნიანიძე.
guardian.ge-სთან საუბრისას ნიშნიანიძემ აღნიშნა, რომ დაელოდება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს პარტიის მხრიდან და თავის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
კითხვაზე, აპირებს თუ არა სხვა რომელი პოლიტიკური პარტიის სახელით კენჭისყრას, ნიშნიანიძე პასუხობს, რომ შესაძლოა, ამაზეც იფიქროს.
"გადაწყვეტილებას მივიღებ მას შემდეგ, რაც კანდიდატების დასახელება მოხდება. შეიძლება დავრჩე "ქართულ ოცნებაში" შეიძლება - არა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დღეს ქუთაისში, 20:00 საათზე გაიმართება.
ცნობილია, რომ პარტია იმერეთის შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.