საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ ძალიან შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც თურქეთში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
„სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ესაუბრა მის კოლეგას თურქეთში. ასევე შესთავაზა, რომ ამ ვითარების გამოძიებას შეუწყოს ხელი. აშშ მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და იგი უარყოფს რაიმე სახის კავშირს განვითარებულ მოვლენებთან. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ჩატარდეს დეტალური, ღრმა გამოძიება, თუ ვინ არის ამ მოვლენების, ამ ამბოხების უკან. ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ თურქეთს ამ საკითხში", - განაცხადა იან კელიმ.
თურქეთში მიმდინარე წლის, 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, 1 440 ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნულის გამო, 6 000 ადამიანი დააკავა. დაპატიმრებულთა შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო პირები და მოსამართლეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.