ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, თაღლითობის არსებობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდონ
18-07-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თაღლითობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სამინისტროს.

 

 

ამის შესახებ დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ლათიბაშვილმა, შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი ცნობით,  2012 წლიდან დღემდე თაღლითობის 7 ფაქტია გამოვლენილი.

 

 

„ინფორმაცია თაღლითური ჯგუფის მოქმედების შესახებ ჩვენმა ბენეფიციარმა დევნილმა მოგვაწოდა. მივმართავ დევნილ მოსახლეობას და საზოგადოებას, არ დაუჯერონ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. მოვუწოდებთ დევნილებს, რომ თაღლითობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამართალდამცავ სტრუქტურებს და სამინისტროს. ანონიმურობა დაცული იქნება“, - განაცხადა ზვიად ლათიბაშვილმა.

 

 

შსს-ს ცნობით, თაღლითობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი მოატყუეს, თითქოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე, თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინის მიღებაში დახმარება. ამის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინასწარ 7 000 აშშ დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი