საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ინტერნეტსივრცეში გუშინ საღამოს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს დავალებებს აძლევს და ორ გვამს ახსენებს, სისტემური დანაშაულის პირდაპირი ფაქტია.
"ხედავთ, რომ პოლიტიკოსი, მეორე პირი ქვეყანაში პირდაპირ აძლევს დავალებას და კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციას ითხოვს, მაშინ, როდესაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს და წარადგინოს მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს. ეს თემა პოლიტიკურად მოთელილი იყო ლიდერებს შორის"- განაცხადა სესიაშვილმა.
ვიდეოჩანაწერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინისნები, მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ასევე, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებენ. კადრებში ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, ასევე, ყოფილი მერი გიგი უგულავა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მუხროვანის ამბოხების საქმეზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ასახავს. სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მერაბიშვილი დავალებებს აძლევს და ორ გვამს ახსენებს. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.