"ქართული ოცნება" ხარაგაული-ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში ხარაგაულის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს
18-07-2016, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დღეს ქუთაისში იმერეთის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. guardian.ge-ს ინფორმაციით, ხარაგაული-ბაღდათის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში პარტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

 

 

აღნიშნული თემის კომენტირებისას კობა ლურსმანაშვილმა guardian.ge-ს განუცხადა, რომ "ზოგადად, როდესაც ინფორმაცია ვრცელდება გარკვეულწილად ამ ინფორმაციაში შეიძლება სიმართლის მარცვალი იყოს".

 

 

ლურსმანაშვილის თქმით, პარტიის მიერ ხარაგაული-ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში მისი კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში, მზად არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაინაცვლოს.

 

 

"ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება წარდგენილი საზოგადოება მიიღებს საღამოს, როდესაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატებს. იმავდროულად, იხსნება ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია. ასე რომ, ვფიქრობ მოვლენებს უნდა დაველოდოთ. მოგეხსენებათ, ძირითადად პრემიერ მინისტრი და პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით და მე ნებისმიერ შემთხვევაშა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული, მივესალმები. ერთი რამ ვიცი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თავდაუზოგავად ვშრომობდი, ყველანაირად ვცდილობდი რომ ხარაგაულისთვის მაქსიმალურად მეტი გამეკეთებინა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რა თქმა უნდა. ხოლო თუ იქნება ასეთი გადაწყვეტილება ჩემთან მიმართებაში, ცხადია, მე პროფესიით იურისტი გახლავართ და პარლამენტში გარკვეული წლების წინ ვმუშაობდი, ასე რომ კომფორტულობის თვალსაზრისით ნამდვილად არ ვიგრძნობ თავს არაკომფორტულად საკანონმდებლო ორგანოში. რაც შეეხება პროდუქტიულობას, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვფიქრობ მქონდა პოზიტიური მუშაობა და შედეგი, ხოლო რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ვფიქრობ საინტერესო გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის, თუკი გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

 

ზოგადად, როდესაც ინფორმაცია ვრცელდება გარკვეულწილად ამ ინფორმაციაში შეიძლება სიმართლის მარცვალი იყოს, თუმცა, გავიმეორებ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უფრო სწორად გადაწყვეტილება, ალბათ, უკვე პოლიტიკურ საბჭოს მიღებული ექნება და დასახელებები, ანუ საჯარო განცხადებები, გაოფიციალურებასთან დაკავშირებით, 20:00 საათზე იქნება ქუთაისში.

 

 

მე ვარ "ქართული ოცნების" გუნდის წევრი, გამომდინარე აქედან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიქნები თუ საკანონმდებლოში, მე თვითონ ჩემში პრობლემას ვერ ვხედავ. მე შეიძლია ვიმუშაო როგორც აღამასრულებელში, ისე საკანონმდებლოში. სადაც ჩემი გუნდი დაინახავს ჩემს საჭიროებას, ცხადია, მე იქ ვიქნები და ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, როგორც პარტიის წევრი და როგორც გუნდის წევრი", - განუცხადა guardian.ge-ს კობა ლურსმანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი