საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად პროექტს ახორციელებს, რომელიც ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
"პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული რეზერვუარის, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობა.
ამორტიზებული ქსელის გამო ახმეტის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, 7000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სამშენებლო სამუშაოებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირმა 8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება", ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.