„ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს,- აღნიშნული განცხადება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა გამოცემა Tagesspiegel-ვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
იაგლანდმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ევროპის საბჭოს ორი პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც, სიკვდილით დასჯის შემოღება მკაცრად არის აკრძალული.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, სიკვდილით დასჯა აღდგეს.
ილდირიმის განცხადებით, აღნიშნული სასჯელის დასაბრუნებლად შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს.
თურქეთში სიკვდილით დასჯა სრულად ერდოღანის მმართველობის ქვეშ, 2004 წელს გაუქმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.