ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, "ისე ჩანს, თითქოს რაღაცა წინასწარ იყო გამზადებული". აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
"სიები ხელმისაწვდომია, რაც მიუთითებს, რომ წინასწარ იყო გამზადებული და მისი გამოყენება გარკვეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო.... ძალიან შეშფოთებული ვარ, ეს სწორედ ის არის, რისიც გვეშინოდა“, - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
პარასკევის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთმა უკვე 6 000 ადამიანი დააკავა.
"წმენდის ოპერაცია გრძელდება", - განუცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო მედიას და დაამატა, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზრდება.
დაპატიმრებულთა შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო პირები და მოსამართლეები. კვირას, დასავლეთ პროვინცია დენზილში 50-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო დააპატიმრეს. წარუმატებელი გადატრიალების შედეგად სულ მცირე 265 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, 1 440 კი მძიმედ არის დაშავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.