ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, ამერიკელები არა არიან დაინტერესებული მესამე მხარესთან ომით, მაგრამ პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი უახლოეს დროში განიხილება. ამის შესახებ ქერიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ძალადობა მატულობს, მინსკის შეთანხმება არ სრულდება, საფრთხეს ყველა აღიარებს. ამიტომაც, პრეზიდენტი ხელმეორედ იხილავს ყველა შესაძლო გადაწყვეტილებას. ერთ-ერთია უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება. ეს დისკუსიები მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. ვფიქრობ, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაიმეორებს იმას, რაც მე ვთქვი. მე კი უკრაინაში მისი სახელით ვიმყოფები და ის უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები მესამე მხარესთან ომით", - განაცხადა ჯონ ქერიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.