საქართველოში თურქეთის ელჩის, ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
მიმდინარე წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემისქანმა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თაობებს ზრდიან. (აღნიშნული კომენტარის ქართული თარგმანი TV25-მა გაავრცელა).
„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ, აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, - განაცხადა კონსულმა.
მისივე თქმით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს. ის აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდებიან.
დღეს აჭარის ტელევიზიამ (TV25) ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის ინტერვიუს სრულ ვერსია გაავრცელა. როგორც ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, კონსულის მიერ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს საკონსულოს თარჯიმანი თარგმნის. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემისქანმა მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.