იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, კობა ნარჩემაშვილი იქნება ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი. ნარჩემაშვილის გარდა, პარტია წარადგენს ასევე გენადი მარგველაშვილისა და დიმიტრი მხეიძის კანდიდატურებსაც.
კობა ნარჩემაშვილი ედუარდ შევარდნაძის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ნარჩემაშვილმა თანამდებობა 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შედეგად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის დროს დატოვა.
მოგვიანებით, 2004 წლის ოქტომბერში ის სამართალდამცავებმა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, თუმცა, დაახლოებით ორ თვეში 300 ათასი ლარის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დღეს ქუთაისში, 20:00 საათზე გაიმართება. ცნობილია, რომ პარტია იმერეთის შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.